ჰუსიტების თქმით, ერთ კვირაში აშშ-მა და ისრაელმა იემენს 39 დარტყმა მიაყენეს

გასულ კვირაში შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა იემენზე 39 დარტყმა განახორციელეს, ანსარ ალაჰის მოძრაობა (ჰუსიტები) ისრაელის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებს აძლიერებს.

ამის შესახებ ჩრდილოეთ იემენის მმართველი მოძრაობის ლიდერმა და მისი შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, აბდელ მალიკი ალ-ჰუთიმ ტელეარხ „ალ-მასირას“ ეთერში განაცხადა.

„ამერიკელები და ისრაელელები ცდილობენ გააძლიერონ თავიანთი აგრესია იემენელი ხალხის წინააღმდეგ, ისრაელისა და ამერიკის საჰაერო ძალებმა ამ კვირაში იემენზე 39 იერიში განახორციელეს“, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, წელს იემენის საჰაერო თავდაცვის ძალებმა თითქმის ყველა ამერიკული MQ-9-ის ტიპის სადაზვერვო და თავდასხმის დრონის ჩამოგდება მოახერხეს, რითაც აღნიშნული ტიპის ჩამოგდებული დრონების საერთო რაოდენობა წელს 11-მდე გაიზარდა.

ცნობისთვის, იემენელი ჰუსიტები მხარს უჭერდნენ „ჰამასის“ ოპერაციებს ისრაელის წინააღმდეგ. ამასთან, მათ აკრძალეს ისრაელთან დაკავშირებული სავაჭრო გემების გავლა წითელ ზღვაში. გარდა ამისა, ისინი ისრაელის მიმართულებით ბალისტიკურ რაკეტებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს უშვებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები