აშშ-ში ქარიშხალ „ჰელენის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 200-ს მიაღწია
ქარიშხალი „ჰელენის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვმა, რომელიც გასულ კვირას შეერთებულ შტატებს სამხრეთ-აღმოსავლეთით დაატყდა თავს, 200-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მანამდე ტელეარხი 191 დაღუპულის შესახებ იუწყებოდა.
„ერთი კვირის შემდეგ, ექვს შტატში დადასტურდა 200 ადამიანის დაღუპვა, რის გამოც ქარიშხალი „ჰელენი“ გახდა ყველაზე მომაკვდინებელი ქარიშხალი, რომელიც დაატყდა თავს აშშ-ს კონტინენტზე 2005 წლის ქარიშხალ „კატრინას“ შემდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.
მონიტორინგის პორტალ PowerOutage.us-ის თანახმად, მილიონზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე რჩება ვირჯინიის, ჩრდილოეთ კაროლინის, სამხრეთ კაროლინის, ჯორჯიისა და ფლორიდის შტატებში.