ფიცოს უკრაინის ომის დასრულების შემდეგ, რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების დამყარება სურს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დასრულების შემდეგ, რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენა სურს.

ფიცოს თქმით, თუ მისი მთავრობის მანდატის პერიოდში ეს ომი დასრულდება, ანუ 2027 წლამდე, ყველაფერს გააკეთებს, რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკური და ნორმალური ურთიერთობების აღსადგენად.

„ევროკავშირს სჭირდება რუსეთის ფედერაცია, რუსეთის ფედერაციას სჭირდება ევროკავშირი, ჩვენ ვიზრუნებთ უკრაინასთან მეგობრულ ურთიერთობებზე“, – განაცხადა სლოვაკეთის პრემიერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში კონფლიქტს არ აქვს სამხედრო გადაწყვეტა და ბევრი პოლიტიკოსი უკვე ლაპარაკობს უკრაინასთან დაკავშირებით კომპრომისების აუცილებლობაზე. მაგალითად ფიცოს მეზობელი ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი მოჰყავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები