ბორელმა ისრაელი, ბეირუთში ექიმებზე თავდასხმის გამო, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაში დაადანაშაულა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესმა კომისარმა, ჟოზეფ ბორელმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ექიმებზე თავდასხმით საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი დაარღვია.

„ისრაელის თავდაცვის არმიამ, კიდევ ერთხელ, ღამით ცენტრალურ ბეირუთში მიზანში მედიცინის მუშაკები ამოიღო : 7 ადამიანი დაიღუპა. სამოქალაქო პირები, რომლებიც მჭიდრო დასახლებებში ცხოვრობენ, არა მხოლოდ თავდასხმების სამიზნეები არიან, არამედ მოკლებულნი არიან გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. მე ვგმობ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართლის დარღვევას“, – დაწერა ბორელმა.

ებრაულმა მედიამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის თავდაცვის არმიის ჯარისკაცებმა ლიბანის სამხრეთით “წითელი ჯვრის” ოთხი მედიცინის მუშაკი და ერთი ლიბანელი ჯარისკაცი მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები