ბეირუთზე ისრაელის ღამის იერიშის შედეგად მსხვერპლის რაოდენობა ცხრამდე გაიზარდა

ცენტრალურ ბეირუთზე ისრაელის ღამის ავიაიერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ცხრამდე გაიზარდა, დაშავებულია თოთხმეტი პირი,- ინფორმაციას ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, დაღუპულთა შორის მაშველები და პარამედიკოსები არიან.

ისრაელის არმიის ცნობით, თავდასხმის სამიზნე მრავალსართულიან შენობაში განთავსებული „ჰეზბოლას“ ჯანდაცვის ცენტრი იყო.

ისრაელი სახმელეთო ოპერაციას განაგრძობს ლიბანის სამხრეთ ნაწილში. თავდაცვის ძალები ლიბანის სამხრეთ ნაწილში დამატებით კიდევ 25 დასახლების მოსახლეობას მოუწოდებენ, ჩრდილოეთით გადავიდნენ.

„დატოვეთ სახლები დაუყოვნებლივ. არ წავიდეთ სამხრეთით. სამხრეთით გადაადგილებით შეიძლება, საფრთხე შეგექმნათ“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები