ტაივანში, საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, ცხრა ადამიანი ემსხვერპლა

ტაივანში, საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას ABC News-ი ტაივანის სახანძრო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხანძარი პინტუნგის ოლქში მდებარე საავადმყოფოში გაჩნდა, სადაც ადგილობრივები ტაიფუნ „კრატონს“ ებრძვიან.

ჯარისკაცებმა მეხანძრეებთან და ექიმებთან ერთად 176 პაციენტის ევაკუაცია განახორციელეს და ისინი თავშესაფრებში გადაიყვანეს.

საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები