ლიბანში ისრაელის არმიამ „ჰეზბოლას“ 15 მებრძოლი მოკლა და 200 ობიექტი დაბომბა

ისრაელის თავდაცვის არმია („ცაჰალი“) აგრძელებს სამხედრო ოპერაციას ლიბანში, რომლის შედეგად წუხელ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ 15 მებრძოლის ლიკვიდაცია მოახდინა და 200 ობიექტზე იერიში მიიტანა,-  ინფორმაცია „ცაჰალის“ ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული.

„ჰეზბოლას“ მებრძოლების ლიკვიდაცია ლიბანში ბინტ ჯებეილის რაიონში მოხდა. იქვე დაიბომბა დაჯგუფების იარაღის საცავები. გარდა ამისა, ისრაელის თავდაცვის არმიამ „ჰეზბოლას“ 200 ინფრასტრუქტურული ობიექტი, სათვალთვალო პუნქტი დაბომბა.

“ორგანიზაცია „ჰეზბოლა“ სისტემატურად არღვევს საერთაშორისო სამართალს, იყენებს რა სამთავრობო და სამოქალაქო ობიექტებს და მოსახლეობას ცოცხალ ფარად, რათა ტერორისტული საქმიანობა განახორციელოს”,- აღნიშნავენ ისრაელის არმიაში.

გარდა ამისა, გამთენიისას „ჰეზბოლას“ წევრებს ისრაელის არმიის გოლანის ბრიგადის მიმართულებით რამდენიმე საათიანი ცეცხლი ჰქონდათ გახსნილი. ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა საპასუხო ცეცხლი გახსნა. დაშავებული ან დაღუპული ებრაელი ჯარისკაცების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები