ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ევროკავშირთან ურთიერთობებში ახალი ეტაპი გამოაცხადა,- ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმა ევროკომისიის ხელმძღვანელთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

თანამშრომლობის სფეროებს შორის სტარმერმა ეკონომიკა, ენერგეტიკული უსაფრთხოება და არალეგალური მიგრაცია დაასახელა.

„დღეს საუბარი იყო იმაზე, რომ ახალი გვერდი გადავფურცლოთ და მოლაპარაკება უფრო კონსტრუქციულად წარვმართოთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სირთულეები არ იქნება“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ამასთანავე, სტარმერის თქმით, რომ თანამშრომლობა საზღვრების გახსნას და ერთიან ბაზარზე დაბრუნებას არ ითვალისწინებს.

ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის შესაძლებლობები უნდა შეისწავლონ და არსებული შეთანხმებები შეასრულონ.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, კირ სტარმერი ევროპული საბჭოს ხელმძღვანელს, შარლ მიშელსა და ევროპარლამენტის თავმჯდომარეს, რობერტა მეცოლას შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები