მექსიკელი ჯარისკაცების ცეცხლის გახსნას მიგრანტთა ჯგუფის 6 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკელმა ჯარისკაცებმა მიგრანტთა ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინციდენტი ჩიაპასის შტატში, გვატემალის საზღვართან ახლოს მოხდა. მედიის ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილში 33 მიგრანტი იმყოფებოდა, რომელიც სამხედრო პატრულისთვის თავის არიდებას ცდილობდა.

მექსიკის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სატვირთო ავტომობილში იმყოფებოდნენ მიგრანტები ეგვიპტიდან, ნეპალიდან, კუბიდან, ინდოეთიდან და პაკისტანიდან. გარდაცვლილთა ეროვნება უცნობია, მაგრამ უწყებაში განმარტავენ, რომ შესაბამის საელჩოებს დაუკავშირდებიან.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ვალდებული არიან იმოქმედონ

“ვალდებულნი ვართ, ვიმოქმედოთ კანონის უზენაესობის მკაცრი დაცვით, ნულოვანი დაუსჯელობის პოლიტიკის პირობებში და მზად ვართ, სამოქალაქო ხელისუფლებას ფაქტების რეალობის დადგენაში დავეხმაროთ“,- აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები