იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ ნათლად ვაცნობეთ ირანსა და ისრაელს – იორდანია არ იქნება რომელიმე ქვეყნის საბრძოლო ველი

იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, აიმან საფადი ისრაელსა და ირანს აფრთხილებს, რომ იორდანია  თავს ყოველგვარი საფრთხისგან დაიცავს და რომელიმე ქვეყნის საბრძოლო ველი არ იქნება.

„იორდანია არ იქნება რომელიმე ქვეყნის საბრძოლო ველი. ქვეყანა დაიცავს თავს, თავის სტაბილურობას და მოქალაქეების უსაფრთხოებას ნებისმიერი საფრთხისგან. იორდანიამ ნათლად აცნობა ირანს და ისრაელს ამ პოზიციის შესახებ“, – აღნიშნა იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, ისრაელმა პირობა დადო, რომ საპასუხო რეაქციას მოახდენს მას შემდეგ, რაც ირანმა სამშაბათს, დაახლოებით, 200 რაკეტა გაისროლა ისრაელის მიმართულებით.

იორდანიის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ თავდასხმის შემდეგ, სახელმწიფოს საჰაერო ძალებმა და საჰაერო თავდაცვამ რაკეტები და თვითმფრინავები დააკავეს.

მათივე ცნობით, რამდენიმე ადამიანმა ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები