„ჰამასი“ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს

დაჯგუფება „ჰამასი“ ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს,- ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

ჟურნალისტმა მილერს კითხვა დაუსვა, „ჰამასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებმა ხომ არ გადაიწია მეორე პლანზე ისრაელსა და დაჯგუფება „ჰეზბოლას“ შორის დაწყებული კონფლიქტის გამო.

„საქმე იმაში არ არის, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის კონფლიქტმა სამშვიდობო მოლაპარაკებები „ჰამასთან“ მეორე პლანზე გადასწია. საქმე ისაა, რომ „ჰამასმა“ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე კვლავ უარი განაცხადა“, – თქვა მილერმა.

მისი თქმით, „ჰამასმა“ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა მანამ, სანამ ისრაელი ლიბანში სახმელეთო ოპერაციას დაიწყებდა და „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურასა და ხელმძღვანელობაზე იერიშს მიიტანდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები