აშშ-მა ლიბანში მყოფი ამერიკის მოქალაქეებისთვის ჩარტერული ავიარეისები დანიშნა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა ლიბანში მყოფი ამერიკის მოქალაქეებისთვის ჩარტერული ავიარეისები დანიშნა.

მისივე თქმით, დღევანდელ რეისზე 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა შორის ამერიკის მოქალაქეები იყვნენ. რეისი ბეირუთიდან სტამბოლში გაფრინდა.

„ჩვენთვის პრიორიტეტი იყო რეგიონში შემავალი და გამავალი რეისების გაზრდა, ამიტომ დავუკავშირდით დამატებით ავიაკომპანიებს ამერიკელი მოქალაქეებისთვის ტრანსპორტირების გასაადვილებლად.

ვიმედოვნებთ, მოთხოვნის შესაბამისად მომდევნო დღეებში დამატებით რეისებს განვახორციელებთ“, – განაცხადა მილერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები