თელ-ავივში მომხდარ ტერაქტზე, რომელსაც 7 ადამიანი, მათ შორის საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა, პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო

თელ-ავივში, გუშინ ღამით განხორციელებულ ტერაქტზე, რომლის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა და 16 დაიჭრა, პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო.

როგორც „ჰამასმა“ განაცხადა, ორი ტერორისტი, რომლებმაც თავდასხმა განახორციელეს, მოჰამად მესეკი და აჰმედ ჰიმუნი ჰებრონიდან, ტერორისტული ჯგუფის წევრები არიან.

შეგახსენებთ, რომ დაღუპულებს შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა. 42 წლის ილია ნოზაძე თელ-ავივში, იაფაში მომხდარ ტერაქტს ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები