ბაიდენი: აშშ ეწინააღმდეგება ისრაელის საპასუხო დარტყმას ირანის ბირთვულ ობიექტებზე

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ის არ უჭერს მხარს ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე საპასუხო დარტყმას.

„პასუხი არის არა“, – განუცხადა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს კითხვის საპასუხოდ, მხარს უჭერს თუ არა ის ასეთ პერსპექტივას.

„ჩვენ განვიხილავთ ისრაელელებთან, თუ რას აპირებენ ისინი, მაგრამ ჩვენ შვიდივე (დიდი შვიდეულის ქვეყანა) ვთანხმდებით, რომ მათ აქვთ პასუხის გაცემის უფლება, მაგრამ პროპორციულად უნდა უპასუხონ“, – თქვა ბაიდენმა ჟურნალისტებთან.

როგორც მან აღნიშნა, ირანის წინააღმდეგ მეტი სანქციები იქნება დაწესებული, რომლის შესახებაც მალე ნეთანიაჰუსთან ისაუბრებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები