SANA: დამასკოში, ისრაელის სავარაუდო თავდასხმის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, სამი – დაიჭრა

სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA აცხადებს, რომ დამასკოზე ისრაელის სავარაუდო თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაიჭრა.

SANA არ ასახელებს დაღუპულთა ვინაობას, თუმცა იუწყება, რომ ისინი „სამოქალაქო პირები არიან“.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა სირიის დედაქალაქის, მეზეს რაიონში მდებარე ბინაში მოხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები