ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, სამხრეთ ლიბანში საბრძოლო მოქმედებების დროს 7 ისრაელელი სამხედრო დაიღუპა.
ამავე ინციდენტის დროს მძიმედ დაიჭრა კიდევ ერთი ოფიცერი და ოთხი ჯარისკაცი.
IDF-ის ცნობით, სამხრეთ ლიბანში სახმელეთო ოპერაციაში ორი დივიზია მონაწილეობს.
თავდაცვის ძალების განცხადებით, სამხედროები სამხრეთ ლიბანში „შეზღუდულ, ლოკალიზებულ და მიზნობრივ რეიდებს“ ატარებენ, რომელთა მიზანია სასაზღვრო ზონაში მოძრაობა „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურის განადგურებაა.