ლიბანში „ჰეზბოლასთან“ შეტაკებას პირველი ებრაელი ჯარისკაცი ემსხვერპლა 

ლიბანის სამხრეთით დაჯგუფება „ჰეზბოლასთან“ შეტაკებების დროს ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) კაპიტანი, ეითან იცხაკ ოსტერი დაიღუპა,-  ინფორმაციას ებრაული მედია ავრცელებს.

22 წლის კაპიტანი ოსტერი ისრაელის ქალაქ მოდიინიდან იყო. ის დანაყოფ “ეგოზის” მეთაური იყო.

ლიბანში შესვლამდე, ოსტერმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის ჰყვება თავისი ბოლო ვიზიტის შესახებ ისრაელის ჩრდილოეთ ქალაქებში.

ასევე, სოციალური ქსელში რამდენიმე დღის წინ მის მიერ ჩაწერილი ვიდეო ვრცელდება, სადაც ის ამბობს, რომ არავინაა მასზე ამაყი, რადგან ის იმ მებრძოლთა ჯგუფს მეთაურობს, რომლებმაც დაკისრებული მისია ბოლომდე უნდა შეასრულონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები