საფრანგეთში აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი მოკლეს

დევნილი აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, ვიდადი ისგანდარლი, რომელიც ცნობილი იყო აზერბაიჯანის ხელისუფლების მკაცრი კრიტიკით, საკუთარ სახლში მოკლეს,- ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ოპოზიციონერს საფრანგეთის  ქალაქ მულჰაუსში, საკუთარ სახლში თავს დაესხნენ, სასტიკად გაუსწორდნენ და დანით დაჭრეს.

„ჩემს ძმას წარმოდგენა არ ჰქონდა, ვინ იყვნენ თავდამსხმელები და რა მოტივი ჰქონდათ მათ. ისინი არ ლაპარაკობდნენ და ატარებდნენ ნიღბებს, რის გამოც მათი იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო“, – განაცხადა გარდაცვლილის ძმამ, ოქტაი ისგანდარლიმ.

გარდაცვლილის ძმა დარწმუნებულია, რომ მისი ძმის მკვლელობა პოლიტიკური მოტივით მოხდა.

როგორც მედიასაშუალება წერს, ვიდადი ისგანდარლი ცნობილი იყო, როგორც აზერბაიჯანის მთავრობისა და პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ღია კრიტიკოსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები