ისრაელმა გაეროს გენმდივანი, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ისრაელი საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა,- ინფორმაციას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი აქვეყნებს.

ისრაელის საგარეო უწყებამ ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გუტერეშმა ვერ შეძლო, ისრაელზე ირანის მასირებული შეტევა ერთმნიშვნელოვნად დაეგმო.

გაეროს გენმდივანს ისრაელში შესვლაც აეკრძალა.

“ვისაც არ შეუძლია, ცალსახად დაგმოს ირანის ამაზრზენი თავდასხმა ისრაელზე, როგორც ამას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა აკეთებს, ის არ იმსახურებს ფეხის გადადგმას ისრაელის მიწაზე. ეს არის გენერალური მდივანი, რომელსაც ჯერ არ დაუგმია “ჰამასის” მკვლელების მიერ ჩადენილი ხოცვა-ჟლეტა და სექსუალური სისასტიკე”,- წერს კაცი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, გუტერეშის მოღვაწეობა გაეროს ისტორიაში ლაქად დარჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები