კოპენჰაგენში, ისრაელის საელჩოსთან ორი აფეთქება მოხდა
კოპენჰაგენში, ისრაელის საელჩოსთან ორი აფეთქება მოხდა,- ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება. დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ კი, ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
„მიმდინარეობს გამოძიება. მოწმდება შესაძლო კავშირი ისრაელის საელჩოსთან, რომელიც მდებარეობს ტერიტორიაზე“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
მედიის ცნობით, კოპენჰაგენში ისრაელის საელჩო მდებარეობს რამდენიმე სხვა ქვეყნის საელჩოებისა და საკონსულოების გვერდით. ამავე ტერიტორიაზე არის რუმინეთისა და ტაილანდის, ასევე ირანისა და თურქეთის საელჩოები.