ერდოღანი – ლიბანის შემდეგ ისრაელი თვალს თურქეთს დაადგამს

ისრაელის შემდეგი სამიზნე თურქეთი იქნება,- ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისი თქმით, ისრაელის სამხედრო ოპერაციები პალესტინის ტერიტორიებსა და ლიბანში, შესაძლოა, მალე თურქეთზეც გავრცელდეს.

„ლიბანის შემდეგ, ადგილი, რომელსაც ისრაელი თვალს დაადგამს, გეუბნებით პირდაპირ, იქნება ჩვენი სამშობლო. რა ფასიც არ უნდა დაგვიჯდეს, თურქეთი გააგრძელებს ისრაელის წინააღმდეგ დგომას და მოუწოდებს მსოფლიოს, დაიკავოს ეს ღირსეული პოზიცია“, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა გააკრიტიკა ისინი, რომლებიც მზარდ დაძაბულობაში ანკარას ნეიტრალიტეტისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენ ვდგავართ ოკუპაციის ქსელის წინაშე, რომელსაც მთელი რეგიონის ცეცხლში გახვევა სურს. ვისაც სინდისის ნატამალი მაინც აქვს, ვერ შეძლებს დუმილს ასეთი ხოცვა-ჟლეტის დროს. ისევე, როგორც ჰიტლერი შეაჩერეს, ნეთანიაჰუც იმავე გზით შეჩერდება“, – განაცხადა ერდოღანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები