ირანი საჰაერო სივრცის დახურვას ხუთშაბათ დილამდე გაახანგრძლივებს

ირანი საჰაერო სივრცის დახურვას ხუთშაბათ დილამდე გაახანგრძლივებს,- ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„რეგიონში ფრენების უსაფრთხოებისა და პირობების შესანარჩუნებლად, ყველა ფრენა ქვეყნის მასშტაბით ხვალ დილის 5 საათამდე გაუქმდება“, – აცხადებს ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის წარმომადგენელი.

მანამდე, ორგანიზაციამ სამშაბათს გვიან გამოაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით ყველა ფრენა ოთხშაბათ დილამდე გაუქმდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები