ჯო ბაიდენი – “შეერთებული შტატები ისრაელთან აქტიურ დისკუსიას აწარმოებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უპასუხონ ირანის თავდასხმას”

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აქტიური დისკუსია მიმდინარეობს იმის შესახებ, თუ როგორ უპასუხებს ისრაელი ირანის სარაკეტო თავდასხმას და რომ შედეგებს თეირანი მალე დაინახავს.

„ჩემი მითითებით, შეერთებული შტატების სამხედროები აქტიურად უჭერდნენ მხარს ისრაელის დაცვას. ჩვენ ჯერ კიდევ თავდასხმის შეფასების პროცესში ვართ, მაგრამ ამჟამად, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, როგორც ჩანს, თავდასხმა დამარცხებული და არაეფექტურია“, – თქვა ბაიდენმა.

მისი თქმით, იერიშის მოგერიება ისრაელის სამხედრო შესაძლებლობების დასტური და აშშ-სა და ისრაელის ერთობლივი მუშაობის შედეგია.

„არ შეცდეთ, შეერთებული შტატები სრულად, სრულად, სრულად უჭერს მხარს ისრაელს“, – განაცხადა ბაიდენმა.

ცნობისთვის, ირანმა ისრაელის მიმართულებით 200-მდე რაკეტა გაისროლა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ავიაიერიში შეჩერებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები