ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა და ამისთვის გადაიხდის, ისრაელზე დარტყმა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის წყალობით ჩაიშალა, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა აშშ-ს მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა, რომ „მსოფლიოს ნათელი ძალები“ თეირანის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდნენ და ისრაელის გვერდით დადგნენ.
”არჩევანი არასოდეს ყოფილა ასეთი მკაფიო ტირანიასა და თავისუფლებას შორის, კურთხევასა და წყევლას შორის”, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.