ტრამპი: მსოფლიო ცეცხლშია გახვეული და ჩვენ არ გვყავს ხელმძღვანელობა, ქვეყანას არავინ მართავს

მსოფლიო ცეცხლშია გახვეული და ამ დროს ჩვენ არ გვყავს ხელმძღვანელობა, არავინ მართავს ქვეყანას, – ამის შესახებ „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა და აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ისრაელის წინააღმდეგ ირანის სარაკეტო თავდასხმას.

მისი თქმით, ქვეყანას მართავს ორი არაკომპეტენტური ადამიანი, რომლებსაც ამერიკა მესამე მსოფლიო ომისკენ მიჰყავს.

„მსოფლიო ცეცხლშია გახვეული და ამ დროს ჩვენ არ გვყავს ხელმძღვანელობა, არავინ მართავს ქვეყანას. ჩვენ გვყავს არარსებული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი, რომელიც ადგილზე არ იმყოფება. არავინ არის პასუხისმგებელი და არც კი არის ნათელი, ვინ არის უფრო დაბნეული: ბაიდენი თუ კამალა. არცერთს არ აქვს წარმოდგენა რა ხდება.

როდესაც მე ვიყავი პრეზიდენტი, ჩვენ არ გვქონდა ომი ახლო აღმოსავლეთში, ომი ევროპაში, იყო ჰარმონია აზიაში. ჩვენ გვქონდა მშვიდობა. ახლა ომი ან ომის საფრთხე ყველგან მძვინვარებს და ამ ქვეყანას მართავს ორი არაკომპეტენტური ადამიანი, რომლებსაც მივყავართ მესამე მსოფლიო ომისკენ. გასაკვირი არ არის, რომ ირანს ძალიან სურს, რომ კამალა ჰარისი იყოს პრეზიდენტი, რადგან მათ იციან, სანამ ის ხელისუფლებაშია, შეუძლიათ ისარგებლონ ამით“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები