IDF-ის სპიკერი: ირანის სარაკეტო თავდასხმას შედეგები მოჰყვება
ირანის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ ისრაელი საპასუხო მოქმედებას გეგმავს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.
„ჩვენ დავიცავთ ისრაელის მოქალაქეებს. ამ სარაკეტო თავდასხმას შედეგები მოჰყვება. ჩვენ გვაქვს გეგმები და ვიმოქმედებთ იმ დროსა და ადგილას, რომელსაც ჩვენ ავირჩევთ“, – აღნიშნა „ცაჰალის“ სპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.