თურქეთი ლიბანში ისრაელის სახმელეთო ჯარების შესვლას გმობს

თურქეთი სამხრეთ ლიბანში ისრაელის სახმელეთო ჯარების შესვლას გმობს და უკანონო შეჭრის მცდელობად აფასებს, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ისრაელმა თავდასხმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს და ლიბანიდან ჯარები გაიყვანოს.

უწყების მტკიცებით, ისრაელის შეჭრა საფრთხეს უქმნის ქვეყნების უსაფრთხოებასა და სტაბილურობას რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ, რაც ზრდის მიგრაციის ახალი ტალღის და ექსტრემისტული ჯგუფების აღორძინების რისკს.

“ქვეყნები, რომლებიც პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევენ და იარაღს აწვდიან ისრაელს, ასევე დაზარალდებიან.
გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა დაიცვას საერთაშორისო სამართალი და მიიღოს აუცილებელი ზომები ამ თავდასხმის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს ლიბანის ოკუპაციას. ისრაელის მიერ ჩადენილი ყველა დანაშაული ასევე არის დარტყმა საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდებაზე“, – ნათქვამია თურქეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები