სერგეი რიაბკოვი – აშშ-სთან ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის უნდა მოვემზადოთ

აშშ-სთან ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის უნდა მოვემზადოთ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

„ნოემბერში დაგეგმილი აშშ-ს არჩევნების ფონზე, განსაკუთრებული ილუზია არ უნდა არსებობდეს, თუ ორპარტიულ ანტირუსულ კონსენსუსს გავითვალისწინებთ, რომელიც აშშ-ში არსებობს. ჩვენ ამ ქვეყანასთან ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის უნდა მოვემზადოთ. ამისთვის ყველა გაგებით მზად ვართ“, – განაცხადა სერგეი რიაბკოვმა.

მანვე აღნიშნა, რომ რუსეთი ყველა გამაფრთხილებელ სიგნალს გზავნის, რათა აშშ-ის მიერ რუსეთის გადაწყვეტილების არასწორად შეფასება არ მოხდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები