„ჰეზბოლა“ ისრაელის სამხედროების სამხრეთ ლიბანში შესვლას უარყოფს
ცნობები ისრაელის ძალების ლიბანში შესვლის შესახებ სიცრუეა,- ამის შესახებ “ჰეზბოლა” აცხადებს.
„სიონისტების მტკიცება იმის შესახებ, რომ საოკუპაციო ძალები ლიბანში შევიდნენ, სიცრუეა“, – ნათქვამია „ჰეზბოლას“ სპიკერის, მოჰამედ აფიფის განცხადებაში.
მოჰამედ აფიფის თქმით, თუ ისრაელი ლიბანის ტერიტორიაზე შესვლას გაბედავს, „ჰეზბოლა“ პირდაპირი დაპირისპირებისთვის მზად არის.
შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, 1-ელ ოქტომბერს ისრაელმა სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.