გერმანიის კანცლერს პუტინთან საუბარი სურს

გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის გამართვა სურს,- ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ეს იქნება პირველი საუბარი 2022 წლის შემდეგ. ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ სატელეფონო საუბარი ნოემბერში ბრაზილიაში გასამართ „დიდი ოცეულის“ სამიტამდე შედგება, თუმცა ბერლინს საუბრის შესახებ თხოვნა ჯერ არ გაუგზავნია.

თუ შოლცსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგება, გერმანიის კანცლერი იქნება პირველი ევროპელი ლიდერი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტთან კონტაქტს აღადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები