The Financial Times: უკრაინელები მშვიდობის სანაცვლოდ ტერიტორიების დათმობის საკითხს დასავლეთთან ღიად განიხილავენ

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა დასავლელ კოლეგებთან ღიად დაიწყეს საუბარი ცეცხლის შეწყვეტის პოტენციურ შეთანხმებაზე, რომლის თანახმადაც, რუსეთის ჯარი უკრაინის ტერიტორიებზე დარჩება, ხოლო კიევი უსაფრთხოების რეალურ გარანტიებს მიიღებს,- ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის მტკიცებით, მრავალმა ევროპელმა დიპლომატმა, რომელმაც გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მიიღო მონაწილეობა, აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის პოტენციური დარეგულირების შესახებ დისკუსიებში ხელშესახები ძვრა მოხდა.

მათი თქმით, უკრაინის ოფიციალური პირები სულ უფრო ღიად საუბრობენ ცეცხლის შეწყვეტაზე იმ პირობებშიც კი, თუ რუსული ჯარი უკრაინის ტერიტორიაზე დარჩება.

როგორც The Financial Times-ი ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, უკრაინის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა აშშ-ში მისი პირველი ვიზიტის დროს შეხვედრებს იყენებდა იმისთვის, რომ პოტენციურ კომპრომისულ გადაწყვეტილებაზე ემსჯელა. ის ცდილობდა, ყოფილიყო მეტად პრაგმატული საკითხში „მიწა უსაფრთხოების სანაცვლოდ“, ვიდრე მისი წინამორბედი, დმიტრო კულება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები