რუტე ტრამპისა და ჰარისის შესახებ: მიუხედავად არჩევნების შედეგებისა, ორივესთან მუშაობა შემიძლია

ნატოს ახალი გენერალური მდივანი, მარკ რუტე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიუხედავად, თეთრი სახლის მომავალ ლიდერთან წარმატებულ თანამშრომლობას გეგმავს. 

როგორც რუტემ აღნიშნა, მას არ აინტერესებს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები. ის აცხადებს, რომ ორივე კანდიდატს – კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს კარგად იცნობს.

ახალი გენერალური მდივნის თქმით, ის ტრამპთან ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა.

„ჰარისს, თავის მხრივ, აქვს ვიცე-პრეზიდენტის ძლიერი გამოცდილება და ძალიან პატივსაცემი ლიდერია. ასე რომ, მე შევძლებ ორივე მათგანთან მუშაობას, მიუხედავად არჩევნების შედეგებისა“, – აცხადებს რუტე.

შეგახსენებთ, მარკ რუტე ნატოს ახალი გენერალური მდივანი დღეს ოფიციალურად გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები