ზაპოროჟიეში რუსეთის იერიშს მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთის საოკუპაციო ძალების იერიშის შედეგად, ზაპოროჟიეში ერთი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ივან ფედოროვი ავრცელებს.

მისი ცნობით, რუსმა სამხედროებმა საავიაციო ბომბის გამოყენებით ზაპოროჟიეს საცხოვრებელ უბნებზე და ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ექვსი დარტყმა განახორციელეს.

„დარტყმის შედეგად გვყავს ექვსი დაჭრილი და ერთი დაღუპული. დაზიანებულია მრავალსართულიანი შენობები და კერძო სახლები, ინფრასტრუქტურის ობიექტები“, – წერს ფედოროვი სოციალურ ქსელებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები