ტაილანდში სასკოლო ექსკურსიის ავტობუსი დაიწვა – გარდაცვლილთა უმრავლესობა ბავშვია

ტაილანდში სასკოლო ავტობუსი დაიწვა, რის შედეგადაც 25 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გარდაცვლილთა უმრავლესობა ბავშვია.
შემთხვევა ქვეყნის დედაქალაქ ბანგკოკის გარეუბანში მაშინ მოხდა, როცა ავტობუსს სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები გადაჰყავდა.

16 მოსწავლე და 3 მასწავლებელი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„როგორც დედა, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს“, – განაცხადა ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა, პეტონგტარნ შინავატრამ.

პრემიერის თქმით, მოსწავლეები და მასწავლებლები უტაი ტანის პროვინციაში ექსკურსიაზე იყვნენ და ქალაქში ბრუნდებოდნენ.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები