ავსტრალიაში, მოქალაქემ ლატარიაში მოგებული 1 მილიონი დოლარი დაკარგა

ავსტრალიაში, მოქალაქემ ლატარიაში მოგებული 1 მილიონი დოლარი დაკარგა, რადგან ბილეთი არ დაარეგისტრირა,- ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

მომგებიანი ბილეთი ჩრდილოეთ ადელაიდაში, 2023 წლის 27 სექტემბერს შეიძინეს, ბილეთს ერთ წლიანი ვადა ჰქონდა, მაგრამ მყიდველმა ის მოთამაშის ბარათზე ან ონლაინ არ დაარეგისტრირა და ბილეთს ვადა გაუვიდა.

ლატარია Lott-ის წარმომადგენლის განცხადებით, გამარჯვებული 1 მილიონი დოლარის ოდენობის პრიზს მიიღებდა, თუ ის უბრალოდ დაარეგისტრირებდა ბილეთს მოთამაშის ბარათზე ან ონლაინ. მისი განმარტებით, მოქალაქემ, სავარაუდოდ, არც იცის, რომ 1 მილიონი დოლარი მოიგო.

ავსტრალიის კანონმდებლობის მიხედვით, ნებისმიერ პრიზს, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში პატრონი არ გამოუჩნდება სამხრეთ ავსტრალიის ლატარიების კომისია კონფისკაციას უკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები