Politico: „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ისრაელის ოპერაციას თეთრმა სახლმა ფარულად დაუჭირა მხარი

აშშ-ს თეთრი სახლის მაღალი თანამდებობის პირებმა ისრაელს ფარულად შეატყობინეს, რომ ამერიკა მხარს დაუჭერს მის გეგმას, გააძლიეროს სამხედრო ზეწოლა დაჯგუფება „ჰეზბოლაზე“, – ინფორმაციას Politico ავრცელებს.

ამერიკელებმა მხარი დაუჭირეს ისრაელს მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირების მანძილზე აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენს ადმინისტრაცია საჯაროდ მოუწოდებდა ისრაელის მთავრობას, შეემცირებინა სამხედრო მანევრები.

გამოცემა ამერიკის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება, ამერიკელებმა ისრაელის მაღალი თანამდებობის პირებს განუცხადეს, რომ ვაშინგტონი დათანხმდა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს სტრატეგიას ისრაელის სამხედრო ფოკუსის ჩრდილოეთით, “ჰეზბოლას“ წინააღმდეგ გადატანას.

“ისრაელის ასეთი მოქმედებების მიზანს „ჰეზბოლას“ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომის იძულება წარმოადგენს”,- აღნიშნავს გამოცემა.

მანამდე, სექტემბრის შუა რიცხვებში, სატელეფონო საუბრებში, ისრაელის ოფიციალური პირები ამერიკელ პარტნიორებს ეუბნებოდნენ, რომ მათი სამხედროები დისლოკაციის შესაცვლელად ემზადებოდნენ, თუმცა დამატებითი დეტალების გამხელისგან თავს იკავებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები