შანხაიში, სუპერმარკეტში იარაღით თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

შანხაიში, სუპერმარკეტში ცივი იარაღით თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა და 15 დაშავდა,- ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

შემთხვევა ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით, მჭიდროდ დასახლებულ უბანში, სავაჭრო ცენტრ Songjiang-ში, გუშინ ღამით მოხდა.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, მიყენებული დაზიანებებით სამი ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. დანარჩენი დაშავებულების სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება.

ჩინეთის პოლიციამ განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე მათ 37 წლის კაცი, გვარად ლინი დააკავეს. თავდასხმის მოტივი უცნობია, გამოძიება გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები