იაპონიის მთავრობა გადადგა

იაპონიის პრემიერ-მინისტრის, ფუმიო კიშიდას მთავრობა გადადგა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 1-ელ ოქტომბერს, იაპონიის პარლამენტი კენჭს უყრის მთავრობის ახალ მეთაურად მმართველი „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის, შიგერუ იშიბას დანიშვნას.

შიგერუ იშიბამ გუშინ განაცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მომხრეა.

იაპონიაში ვადამდელი არჩევნები დაგეგმილზე ერთი წლით ადრე, 27 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.

შეგახსენებთ, ფუმიო კიშიდამ იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 2024 წლის აგვისტოში განაცხადა. ის ქვეყნის მთავრობას სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები