ერაყში აშშ-ს სამხედრო ბაზა დაიბომბა

ერაყში მდებარე ამერიკის სამხედრო ბაზა Victory, რომელიც ბაღდადის აეროპორტთან ახლოსაა განთავსებული, რაკეტებით დაიბომბა,- ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

ორი რაკეტა ბაზის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო, ხოლო მესამე ტერორიზმთან ბრძოლის სარდლობის შტაბ-ბინასთან დაეცა. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.

სააგენტოს ცნობით, ერაყში მდებარე აშშ-ს სამხედრო ბაზებზე თავდასხმები ბოლო დროს ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დაძაბვასთან ერთად გახშირდა. დღეისთვის ერაყში დაახლოებით 2 500 ამერიკელი ჯარისკაცია დისლოცირებული, ხოლო სირიაში – 900.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები