“ცაჰალმა” „ჰეზბოლას“ იარაღის საწარმო დაბომბა

ისრაელის თავდაცვის არმიამ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, დაჰიას რაიონში, საჰაერო დარტყმების შედეგად დაჯგუფება „ჰეზბოლას“ იარაღის საწარმო დაბომბა,- ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული.

საწარმოს დაბომბვამდე, ისრაელის არმიამ ბეირუთის მშვიდობიანი მოსახლეობა წინასწარ გააფრთხილა, რათა ზედმეტი მსხვერპლი თავიდან აეცილებინა.

„ცაჰალის“ მტკიცებით, „ჰეზბოლა“ ბეირუთში იარაღის საწარმოებსა და სხვა ობიექტებს მშვიდობიან მოსახლეობასთან ახლოს შეგნებულად ათავსებს და ამით ის სამოქალაქო პირებს ცოცხალ ფარად იყენებს.

„ისრაელის თავდაცვის არმია აგრძელებს იერიშების მიტანას „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურაზე მისი სამხედრო პოტენციალის დასუსტების მიზნით, რათა ისრაელის მოქალაქეების უსაფრთხოება აღადგინოს“, – აღნიშნა „ცაჰალმა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები