ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ბეირუთის რამდენიმე რაიონში მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცეს

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთ ბეირუთის სამ რაიონში მოსახლეობის დაუყოვნებლივი ევაკუაციის ბრძანება გასცეს.

„თქვენ იმყოფებით ტერორისტული „ჰეზბოლას“ კუთვნილი ინტერესებისა და ობიექტების მახლობლად და, შესაბამისად, IDF იმოქმედებს მათ წინააღმდეგ ძალადობრივად.

თქვენი და თქვენი ოჯახის უსაფრთხოებისთვის, დაუყოვნებლივ უნდა მოსცილდეთ შენობებს არანაკლებ 500 მეტრის მანძილზე“, – აცხადებს IDF-ის არაბული სპიკერი ავიჩაი ადრიი სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები