ისრაელმა „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ მცირე სახმელეთო შეტევები დაიწყო

ისრაელმა „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ მცირე სახმელეთო შეტევები დაიწყო და ჩრდილოეთის სამი თემი „დახურულ სამხედრო ზონად“ გამოაცხადა.

„ჩრდილოეთ ისრაელში მეტულის, მისგავ ამისა და კფარ გილადის ტერიტორიები დახურულ სამხედრო ზონებად გამოცხადდა. ამ ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

მანამდე, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ისრაელმა აშშ-ს რეიდების შესახებ აცნობა, რომლებიც, მისი თქმით, აღწერილი იყო, როგორც „შეზღუდული ოპერაციები, რომლებიც ორიენტირებულია „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურაზე საზღვართან ახლოს“.

ჯერჯერობით ლიბანის მიწაზე ისრაელის ჯარებსა და „ჰეზბოლას“ მებრძოლებს შორის პირდაპირი შეტაკების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები