რუსეთში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

რუსეთში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის გეომეცნიერებათა კვლევითი ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ პეტროპავლოვსკ-კამჩატსკის აღმოსავლეთით, 109 კილომეტრში, მიწის ზედაპირიდან 31,5 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები