მექსიკაში, ქარიშხალ „ჯონის“, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკაში ქარიშხალ „ჯონის“ შედეგად სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის პრეზიდენტმა, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა დაადასტურა.

მესამე კატეგორიის ქარიშხალი ქვეყანას ერთი კვირის წინ, წყნარი ოკეანის სანაპიროზე, კურორტ აკაპულკოს სამხრეთ-აღმოსავლეთით დაატყდა თავს. შემდეგ ის დასუსტდა და გერეროს შტატის მთებზე გაიფანტა.

მოგვიანებით წყნარი ოკეანის წყლებზე მან ძალა კვლავ მოიკრიბა და მექსიკის სანაპიროსკენ დაიძრა. სწორედ ამის გამო მეტეოროლოგებმა მას „ზომბი ქარიშხალი“ უწოდეს.

როგორც ცნობილია, ძლიერმა წვიმებმა და მეწყრულმა პროცესებმა დასახლებული პუნქტები გაანადგურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები