სტოლტენბერგი: ნატოს ქვეყნებმა მხარი უნდა დაუჭირონ უკრაინის სამშვიდობო გეგმას და არა ჩინეთის ინიციატივას

Doorstep statement by NATO Secretary General Jens Stoltenberg ahead of the meeting of the EU Foreign Affairs Council in Defence Ministers’ format

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ მოკავშირეებმა მხარი უნდა დაუჭირონ უკრაინის მშვიდობის ფორმულას და არა სხვა ქვეყნების მიერ წამოყენებულ ალტერნატიულ „სამშვიდობო“ წინადადებებს.

„ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინის ინიციატივას“, – განუცხადა სტოლტენბერგმა POLITICO-ს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა უპასუხა „მშვიდობის მეგობრების“ ინიციატივაში თურქეთის მონაწილეობის შესახებ დასმულ შეკითხვას, რომელიც გასულ კვირას ჩინეთმა და ბრაზილიამ ერთობლივად შექმნეს.

„უკრაინის სამშვიდობო ინიციატივა არის ინიციატივა, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ გვქონდეს პროცესი, რომელსაც შეუძლია მოიტანოს ხანგრძლივი მშვიდობა. და რა თქმა უნდა, უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ, რა არის მისაღები პირობები. ისინი სრულმასშტაბიანი შეჭრის მსხვერპლნი არიან“, – ხაზგასმით აღნიშნა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები