იოავ გალანტი: „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ომის ახალი ფაზა მალე დაიწყება

ისრაელის ჩრდილოეთ სასაზღვრო თემების მერებთან საუბრისას, თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ომის ახალი ეტაპი მალე დაიწყება.

მედიის ცნობით, აღნიშნული კიდევ უფრო მიუთითებს იმაზე, რომ ისრაელი სავარაუდოდ, ლიბანზე სახმელეთო შეტევას დაიწყებს.

„ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ომში ახალი ფაზა მალე დაიწყება. ეს უსაფრთხოების ვითარების შეცვლაში მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება და საშუალებას მოგვცემს, მნიშვნელოვანი მისია შევასრულოთ იქ მცხოვრებთა სახლებში დასაბრუნებლად. ჩვენ შევცვლით ვითარებას და ამ ადამიანებს სახლებში დავაბრუნებთ“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები