ამერიკელი სენატორი: ტრამპს სურს, რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინას მეტი ბერკეტი ჰქონდეს

რესპუბლიკელი სენატორის, მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი რუსეთთან შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებში უკრაინის პოზიციების გაძლიერებას ცდილობს,- ამის შესახებ NBC News-ი იტყობინება. 

„არ ვარ რუსეთის მხარეს, მაგრამ სამწუხაროდ, რეალობა ისაა, რომ უკრაინის გზა ამ ომის დასასრულებლად არის მოლაპარაკების გზა. დონალდ ტრამპს სურს, რომ ამ მოლაპარაკებებში უკრაინას მეტი ბერკეტი ჰქონდეს“, – განაცხადა სენატორმა.

მისი თქმით, აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაც თვლის, რომ რუსეთ-უკრაინის ომი, საბოლოოდ, მოლაპარაკებებით უნდა დასრულდეს.

„ვიმედოვნებთ, რომ როცა დრო მოვა, უკრაინულ მხარეს მეტი გავლენა ექნება, ვიდრე რუსულ მხარეს“, – აცხადებს სენატორი.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ზელენსკი შეხვდა დონალდ ტრამპს, რათა წარედგინა მისთვის უკრაინის გამარჯვების გეგმა. ზელენსკისთან მოლაპარაკების შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ სამართლიანი შეთანხმების გზით უნდა დასრულდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები