“ჰეზბოლას” ახალი ლიდერი ჰყავს

Al-Arabia-ს ინფორმაციით, „ჰეზბოლამ“ ახალი ლიდერი აირჩია. ამიერიდან დაჯგუფებას ჰაშემ საფიადდინი უხელმძღვანელებს. ის ისრაელის ავიადარტყმის შედეგად მოკლული ჰასან ნასრალას ნათესავია და აქამდე „ჰეზბოლას“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე და დაჯგუფების მეორე პირი იყო.

მანამდე „ჰეზბოლაში“ განაცხადეს, რომ ნასრალას ცხედარი აღმოაჩინეს. მისი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად აფეთქების ტალღის დარტყმა სახელდება, რადგან ცხედარზე ღია ჭრილობები არ იძებნება. ამ დროისთვის ნასრალას დაკრძალვის თარიღი დანიშნული არ არის.

ჰასან ნასრალა „ჰეზბოლას“ 32 წელი ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები