რომის პაპმა მხარეებს ლიბანში, ღაზაში, პალესტინასა და ისრაელში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა

რომის პაპმა, ფრანცისკემ ომის მონაწილე მხარეებს ლიბანში, ღაზაში, პალესტინასა და ისრაელში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

“მე ვთხოვ ყველა მხარეს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი ლიბანში, ღაზაში, პალესტინასა და ისრაელში. მძევლები უნდა გაათავისუფლონ და ჰუმანიტარული დახმარება უნდა შეუშვან”, – განაცხადა რომის პაპმა.

ფრანცისკემ აღნიშნა, რომ ლიბანში კონფლიქტის ესკალაციას ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალს.

“ლიბანი შეტყობინებაა, მაგრამ ამ მომენტში ესაა შეტყობინება, რომელიც იხლიჩება”, – აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები