მყინვარების დნობის გამო, შვეიცარიამ და იტალიამ საზღვრის ნაწილი თავიდან გაავლეს

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მყინვარების დნობის გამო, შვეიცარიამ და იტალიამ საზღვრის ნაწილი ხელახლა გაავლეს,- ინფორმაციას BBC ავრცელებს.

BBC-ს ცნობით, საზღვრის დიდ ნაწილს მყინვარები წარმოადგენს, მაგრამ მათი დნობის გამო, ბუნებრივი საზღვარი შეიცვალა, რის გამოც ორივე ქვეყანაში სასაზღვრო ზოლის გადახედვა მოინდომეს. კერძოდ, საუბარია მატერჰორნის მთის მახლობლად მდებარე რეგიონზე.

მხარეები აცხადებენ, რომ საზღვრის დაზუსტება ორივე ქვეყანას დაეხმარება, გაერკვიონ, ვინ არის პასუხისმგებელი კონკრეტული ბუნებრივი არეალების დაცვაზე.

შვეიცარიამ ახალი საზღვრები ოფიციალურად აღიარა და ახლა შესაბამის ნაბიჯს იტალიისგან ელოდება, რომელიც ტექნიკურ პროცედურებს გადის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები